თენგო თევზაძე – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ რეჟიმს და მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ რეჟიმს და მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა სტრასბურგში ბრიფინგზე.
თენგო თევზაძის თქმით, “ანტიქართულმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა” გადაწყვიტა, საქართველოს დაუკარგოს ისტორიული ფუნქცია და ევროპული მომავალი.
“მადლობა, ძვირფასო კოლეგებო. საქართველოში ხალხი 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგას. ყველა პროდასავლელი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები პატიმრობაში არიან. ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ციხეში არიან. ნიკა მელია მანამდე დააკავეს, სანამ ბრალს წაუყენებდნენ. ანტიქართულმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, საქართველოს დააკარგვინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და ევროპული მომავალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი კოლეგები დაგვეხმარებიან, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული შანსი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენ ყველანაირი წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ასევე გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ევროპისათვის, და მშვიდობის შენარჩუნებისათვის, რომელიც ასე გვჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ ამ რეჟიმს და ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, და თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის” – განაცხადა თევზაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან