მაია სანდუ: მინდოდა, რომ მოლდოველებს მოლდოვის სასარგებლოდ გაეკეთებინათ არჩევანი და მიხარია, რომ მათ გადაწყვეტილება მოლდოვისთვის მიიღეს

„მინდოდა, რომ მოლდოველებს მოლდოვის სასარგებლოდ გაეკეთებინათ არჩევანი და მიხარია, რომ მათ გადაწყვეტილება მოლდოვისთვის მიიღეს, მიუხედავად მოსკოვის ყველა ჩარევისა და დახარჯული ფულისა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ევროპული გზა უსაფრთხოა. მომავალ მთავრობას მოეთხოვება, იმუშაოს იგივე ზრუნვით თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცეს მათ ხმა“ — განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მისმა – „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ