ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბიორნ სოდერს და შვედეთის პარლამენტის 8 წევრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან როლზე და ასამბლეასთან საქართველოსა და შვედეთის თანამშრომლობაზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებს.
„შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე მოვლენებზე, პოლარიზაციასა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?