ვიქტორ ორბანი – ჩემი მინისტრების მჯერა, მაგრამ ვთქვათ, უნგრული დრონი რამდენიმე მეტრით შეფრინდა, მერე რა მოხდა? – უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის

უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პრეზიდენტის, ს მიერ გასულ პარასკევს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უნგრული სადაზვერვო დრონი უკრაინის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
უნგრეთთან ომში არ არის. ის რუსეთთან ომშია. ის მის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული დრონებით უნდა იყოს შეშფოთებული. მე ჩემი მინისტრების მჯერა, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ის [დრონი] იქ რამდენიმე მეტრით შეფრინდა, მერე რა მოხდა? უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის. უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის. უკრაინას ჩვენ ვაფინანსებთ, მას თანხასა და იარაღს დასავლეთი აწვდის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას 26 სექტემბერს უნგრეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნგრული დრონი არ ყოფილა.
მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ „ბრმა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის” უნგრული დრონის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის მარშრუტი გამოაქვეყნა.