ირაკლი ნადირაძე – ივანიშვილი განაგრძობს პირადი ტუსაღების მოგროვებას, რათა 4 ოქტომბერს, “დროშების რევოლუციის” შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი „ქეში“ ფული ჰქონდეს

რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს თავისი პირადი ტუსაღების მოგროვებას მხოლოდ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს, “დროშების რევოლუციის” შემდეგ როცა გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი “ქეში” ფული ჰქონდეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, მოპარული მილიონები და მილიარდები, მალე ხალხის ჯიბეში და ხალხის ბიუჯეტში დაბრუნდება.
“გამოძიება ვისზეც უნდა, იმაზე გავა. ფაქტი ერთია, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს თავისი პირადი ტუსაღების მოგროვებას მხოლოდ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს „დროშების რევოლუციის“ შემდეგ რომ გაიქცევა, რაც შეიძლება მეტი “ქეში” ფული ჰქონდეს თან, მაგრამ ერთი იცოდეს, რომ ოხრად დარჩება ეს ფულიც, მის მიერ მოპარული მილიონები და მილიარდები, რადგან მალე დაბრუნდება ხალხის ჯიბეში და ხალხის ბიუჯეტში“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული