დონალდ ტრამპი – ჩვენი კინოინდუსტრია სხვა ქვეყნებმა მოიპარეს ისე, როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ – აშშ-ს გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
„ჩვენი კინოინდუსტრია -დან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ. განსაკუთრებით დაზარალდა კალიფორნია, თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით. ასე რომ, ამ დაუსრულებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ ყველა იმ ფილმზე, რომელიც აშშ-ის გარეთ იქნება წარმოებული“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენ მიმდინარე წლის მაისში მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”