„ქოცებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ხვალ ნებისმიერი თქვენგანი გახდება ბიძინას სამართლის მსხვერპლი?“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ასე ეხმაურება:
„დესპოტმა ივანიშვილმა ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგაც აღძრა საქმე, შვილთან “თანამონაწილეობის“ გამო. ეს ის ზღვარია, რომელიც მგონი ყველაზე ნაძირალა დიქტატორებს და ტირანებსაც იშვიათად გადაულახავთ. ეს ყველაფერი “დააკანონა“ მისი მონების პარლამენტის მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ თუ მოუნდა, მაგალითად, კენტ რიცხვებში ქერების გაროზგვას, ლუწ რიცხვებში კი მუქთმიანების გაროზგვას დააკანონებს. ეგეთ ქვეყანაში როგორ შეიძლება მშვიდად იცხოვრო ერთი დღეც კი? ქოცებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ხვალ ნებისმიერი თქვენგანი გახდება ბიძინას სამართლის მსხვერპლი?“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული