ბაიბა ბრაჟე – საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს – ლატვია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს. ამის შესახებ ბრაჟემ X-ზე დაწერა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვდრის შემდეგ.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს. ლატვია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს ბაიბა ბრაჟე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?