„ჯივიპიმ“ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე წყლის სრული ციკლის შესახებ ინტერაქტიული თამაში წარადგინა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში მიიღო – ღონისძიებაში, რომელიც ცოდნის გასაზიარებლად ინოვაციურ და გასართობ ფორმატებს იყენებს და აერთიანებს როგორც თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაციას, ისე მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, „ჯივიპის“ საგანმანათლებლო კარავში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“-ს ფარგლებში შექმნილ სამაგიდო თამაშს.
„თამაში ინტერაქტიული და სახალისო გზით ასწავლის წყლის სრული ციკლის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის, მდგრადი გამოყენების საჭიროებას.
თამაშის პროცესში მონაწილეები პასუხობდნენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ კითხვებს და თითოეული სწორი პასუხის შემდეგ შესაძლებლობა ეძლეოდათ, მდინარისა და მილების ფრაგმენტების მეშვეობით ეტაპობრივად აეწყოთ წყალმომარაგების სრული ციკლი თამაშის დაფაზე – წყლის მოპოვებიდან მის ბუნებაში დაბრუნებამდე. პარალელურად, ისინი ეცნობოდნენ საინფორმაციო ბუკლეტს, რომელიც მარტივად და გასაგებად აღწერს წყალმომარაგების ეტაპებსა და პროცესებს, ხოლო აქტიური მონაწილეები სწორი პასუხებისთვის სიმბოლური საჩუქრებითაც ჯილდოვდებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს