„ალდაგი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია, რომლის მიზანია, საქართველოში, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ხარისხისა და ინოვაციების წახალისება. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წელს დაარსდა, როგორც პირველი პროფესიული პლატფორმა და წელს, მეათე, საიუბილეო დაჯილდოება გამართა.
„ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს, საქართველოში ტურიზმის განვითარებას. „ალდაგი“ არის პირველი კომპანია, რომელმაც წლების წინ პირველმა შექმნა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტი და მას შემდეგ ვცდილობთ, ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი ტურისტული კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლისთვის. დავაჯილდოვეთ საუკეთესო გამყვანი ტურისტული კომპანია და ამით სიმბოლურად გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა ტურისტული სფეროს მიმართ“, – განაცხადა „ალდაგის“ მარკეტინგის დირექტორმა, ქეთევან მაღალაშვილმა.
მათივე ცნობით, „ალდაგი“ სანდო პარტნიორია როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალური მოგზაურებისთვის.
„ალდაგი“ მრავალი წელია ლიდერის პოზიციებს არ კარგავს ბაზარზე და არის სანდო პარტნიორი როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალური მოგზაურებისთვის. „ალდაგი“ მომხმარებლებს მათზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი პაკეტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს