ნატა ფერაძე – რამდენიმე დღე გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას, შსს-ს ოფიციალურად უნდა მივმართოთ, ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა უზრუნველყოს

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, საკუთარი ინიციატივით საცხოვრებელი სახლი დატოვა და უსაფრთხო ადგილას გადავიდა.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებელი 2-3 დღით დატოვა, ვიდრე -ის მიერ დაცვით არ იქნება უზრუნველყოფილი.
„გუშინ მარბევდნენ, დღესაც შეიკრიბნენ და შაბათსაც იკრიბებიან. რამდენიმე დღე უბრალოდ გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას. დღეს, სამ საათზე, რუსთაველის მეტროსთან იყო აქცია დაგეგმილი, შაბათს კიდევ „ალტ-ინფოს“ აქციაა დაგეგმილი.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მდარაჯობდა შსს და ახლა ოფიციალურად უნდა მივმართოთ, რომ ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. საია-სთან ერთად ვაკეთებთ საბუთებს ამ საკითხზე. ამჯერად ჩემი ინიციატივით წამოვედი, მაგრამ დიდი ხანი ვერ ვიცხოვრებ, აქ ვიქნები 2-3 დღე, სანამ გაირკვევა შსს-სთან ურთიერთობა“, – განაცხადა ნატა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, 10 იანვარს, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. ისინი ნატა ფერაძის მიერ მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმას აპროტესტებდნენ. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის სახლში ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა