მოლდოვის არჩევნებში ხმების სრულად დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა, – ინფორმაციას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.
მეორე ადგილზე 24.18%-ით „პატრიოტული ბლოკი“ გავიდა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.96% მიიღო. მეოთხე ადგილზე გავიდა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.20%-ით, ხოლო მეხუთე ადგილი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიამ დაიკავა – 5.62%-ით.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 608 518 ადამიანმა მიიღო, ანუ ამომრჩეველთა 52.21%-მა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს