იტალიამ, ევროპაში პირველმა მიიღო ყოვლისმომცველი კანონი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ: ის ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს და რეალურ პატიმრობას Deepfake–ების შექმნისთვის – ზიანის მიყენების შემთხვევაში ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
გარდა ამისა, კანონი ამკაცრებს სანქციებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მათ შორის თაღლითობისა და პირადი მონაცემების ქურდობისთვის.
ასევე შეუძლებელი გახდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანის ზედამხედველობის გარეშე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სამართალი და სპორტი. 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ასევე დასჭირდებათ მშობლების თანხმობა ხელოვნურ ინტელექტზე წვდომისთვის.
