პეტრე ცისკარიშვილი – მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა! ნუ გეშინიათ ცვლილებების, ყველაფერი მშვიდობიანად წავა!

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების – ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს, – ეს განცხადება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას გააკეთა.
ცისკარიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“, იცის რა მის მიმართ საზოგადოების რეალური განწყობა, ეშინია.
„გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს, იციან რა რომ ძალაუფლება გაყალბებული და მიტაცებული თ ჩაიგდეს ხელში, იყურებიან კუნთებზე და მუდმივად ოპონენტების გაჩუმებას, ციხეებში ჩაყრას და იზოლაციას ცდილობენ. ეს არის მათი ბრძოლის ინსტრუმენტი და იარაღი. ეშინიათ, რადგან იციან საზოგადოების განწყობა მათ მიმართ, ხოლო შიშის გასანეიტრალებლად ყველა აქტივისტი და ოპონენტის ციხეში ჩაკეტვას ცდილობენ, რადგან ის შედეგი არ დადგეს, რაც რეალურად ქართველ ხალხს სურს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.