დონალდ ტუსკი: ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოველი ერისა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა იყო საჭირო

“ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოველი ერისა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა იყო საჭირო. თქვენ არა მხოლოდ გადაარჩინეთ დემოკრატია და შეინარჩუნეთ ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეთ რუსეთის კონტროლის დამყარების მცდელობები მთელ რეგიონზე. ეს კარგი გაკვეთილია ყველა ჩვენგანისთვის” – წერს X-ზე პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს გუნდს გამარჯვებას ულოცავს.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა. მოლდოვის ტერიტორიაზე დათვლილია საარჩევნო უბნების 100%, ხოლო რაც შეეხება მოლდოვის საზღვრებს გარეთ არსებულ ოლქებს – ამ დრომდე დათვლილია 98.34%. საერთო ჯამში, კი საარჩევნო უბნების 99.78%-ის შედეგებია ცნობილი.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით პირველ ადგილს მაია სანდუს პროდასავლური “მოქმედებისა და სოლიდარობის” პარტია 50.14%-ით იკავებს. მეორე ადგილზეა პრორუსული “პატრიოტული საარჩევნო ბლოკი” – 24.20%-ით, მესამე ადგილს იკავებს ასევე პრორუსული “ეროვნული ალტერნატიული მოძრაობა”, რომელსაც ხმების 7,97% ერგო. 6.21%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა “ჩვენმა” პარტიამ, ხოლო მეხუთე ადგილზე 5.62%-ით გავიდა დემოკრატიული პარტია. დანარჩენმა პარტიებმა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში გუშინ, 28 სექტემბერს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ