– არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არ იგეგმება, ეს არის ტყუილი

არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რეგიონებში ადამიანებს ეუბნებიან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იგეგმება.
კახა კალაძის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება.
„ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი ვადამდელი არჩევნები. არჩევნები მაშინ იქნება, როცა ამის დრო მოვა. 2028 წელს დაელოდეთ, იქნება საპარლამენტო არჩევნები. გამოდის ის, რომ ავრცელებთ სიცრუეს, ფალსიფიკაციას. არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. „ძლიერი საქართველო“ და თქვენ, ერთი ხართ, არაფრით განსხვავდებით ერთმანეთისგან. ხართ რადიკალების წარმომადგენლები, უსამშობლო აგენტურები. არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, სიცრუე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავა – მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, ოღონდ პროკურატურამ ლმობიერება გამოიჩინოს ამ საქმეში პატიოსანი ადამიანების მიმართ – გთხოვთ, მათთვის საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი