სამხრეთ აფრიკა – ღაზაში ისრაელის ქმედებები გენოციდის განზრახვაზე მიუთითებს

სამხრეთ აფრიკა ისრაელს ადანაშაულებს ქცევაში, რომელიც გენოციდის განზრახვაზე მიუთითებს.
„ყველა ეს ქმედება ინდივიდუალურად და ერთობლივად ქმნის ს ქცევის გათვლილ ნიმუშს, რომელიც მიუთითებს გენოციდის განზრახვაზე. ეს განზრახვა აშკარაა ისრაელის საქციელიდან“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის ადვოკატმა ადილა ჰასიმმა ჰააგაში, სადაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა მიმდინარეობს.
„ღაზაში მცხოვრები პალესტინელების წინააღმდეგ ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც ფართომასშტაბიან, სასიკვდილო განადგურებას იწვევს, უსაფრთხო ზონების შექმნა პალესტინელებისთვის თავშესაფრის მოსაძებნად და შემდეგ მათი დაბომბვა. ღაზაში მცხოვრები პალესტინელებისთვის ძირითადი საჭიროებების – საკვების, წყლის, ჯანდაცვის, საწვავის და კომუნიკაციების საშუალებების წართმევა, სოციალური ინფრასტრუქტურის, სახლების, სკოლების, მეჩეთების, ეკლესიების, საავადმყოფოების განადგურება და დიდი რაოდენობით ბავშვების მკვლელობა, მძიმედ დაშავება და ობლად დატოვება. გენოციდს წინასწარ არასოდეს აცხადებენ, მაგრამ ამ სასამართლოს აქვს ბოლო 13 კვირის მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ აჩვენებენ ქცევის ნიმუშს და მასთან დაკავშირებულ განზრახვას, რომელიც ამართლებს დამაჯერებელ ბრალდებას გენოციდურ ქმედებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა.
სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს. ისრაელი სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმეს უსაფუძვლოს და ცილისწამებას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მხარეს ხვალ სასამართლოში სამი საათი ექნება იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს დაუპირისპირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება