პესკოვი: პუტინის მიერ ტრამპის მოსკოვში მიპატიჟება კვლავაც ძალაშია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ -ის პრეზიდენტ ს მოსკოვში მიწვევა ძალაში რჩება, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
„ეს არ შეჩერებულა. ეს მოქმედი მოწვევაა. [ვლადიმირ] პუტინი მზადაა და სიამოვნებით შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს. ყველაფერი ტრამპის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, განაცხადა პესკოვმა ტასთან ინტერვიუში.
15 აგვისტოს ალასკაში ტრამპთან შეხვედრის დროს, პუტინმა ინგლისურად შესთავაზა ტრამპს მოსკოვში ჩასვლა: Next time in Moscow?” („შემდეგ ჯერზე მოსკოვში?“) – იკითხა პუტინმა. „ო, ეს საინტერესოა. ალბათ ამის გამო გამაკრიტიკებენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად შესაძლებელია“, უპასუხა ტრამპმა.
მიუხედავად ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებისა, რომ ის უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მოსკოვი არ ავლენს ში ომის დასრულების სურვილს და რომ უკრაინამ შესაძლოა მოახერხოს ს მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება, შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ნატოს ქვეყნები და ზოგადად დასავლეთი დაადანაშაულა რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებაში და აღნიშნა, რომ მოსკოვი „ვერ ხედავს, რომ შეერთებული შტატები უკან იხევს რუსეთთან ღია და გულწრფელი დიალოგის კურსიდან“. თუმცა, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ლავროვის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინა „გულწრფელი დიალოგისთვის“ მზად არ არიან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

ზაზა თავაძის ინფორმაციით, ახმეტაში მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პროკურატურას ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის შესწავლის თხოვნით მიმართა, თუმცა კვირაზე მეტია რეაგირება არ ჰქონიათ