დიმიტრი პესკოვი – ზელენსკი ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ „მამაცი მეომარია“

ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, ევროპელებს აჩვენოს, რომ ის მამაცი მეომარია, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს. ასე ეხმაურება ს პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ს განცხადებას, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.
„ზელენსკი ცდილობს ევროპელებს, რომლებიც ახლა მარჩენლების როლში გამოვლენ, აჩვენოს, რომ ის „მამაცი მეომარია“. თუმცა, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება საპირისპიროზე მიუთითებს და ყოველდღიურად უკრაინის მოლაპარაკებების პოზიციები განუწყვეტლივ უარესდება“, – განუცხადა პესკოვმა „როსია 1“-ის ჟურნალისტს პაველ ზარუბინს.
კითხვაზე, როგორ აღიქვამს კრემლი რუსეთის ძალაუფლების ცენტრზე თავდასხმას, პესკოვმა უპასუხა, „უმჯობესია ამაზე საერთოდ არ ვისაუბროთ“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ.
„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას