ზურაბ ფარჯიანი: მადლობა მამაო დოროთე ყურაშვილი, დღეს სოხუმის დაცემის დღეა და დღევანდელი გურამ გაბესკირია თქვენც ხართ

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
მადლობა მამაო Arqimandriti Dorote Yurashvili  

დღეს სოხუმის დაცემის დღეა და დღევანდელი გურამ გაბესკირია თქვენც ხართ

ცნობისათვის, TV პირველი აქვეყნებს –  ექსკლუზივი: სკანდალური ჩანაწერი საპატრიარქოდან – ვინ ცდილობს, მოახდინოს ქადაგებების ცენზურა?”შაბათის ეთერის” ექსკლუზივი – TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მოიპოვა ჩანაწერი, [შეხვედრის ოქმი, აუდიო ჩანაწერის სახით] რომელიც სამშაბათს, 16 სექტემბერს თბილისში, საპატრიარქოს შენობაში, მეორე სართულზეა გაკეთებული.

მაგიდასთან ოთხი სასულიერო პირია: მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა ანდრია ჯაღმაიძე, იოანე გოროლიშვილი და ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი დოროთე ყურაშვილი.

ჩანაწერიდან დგინდება, რომ დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს და საპროტესტო აქციების და სინდისის პატიმრების დიდ გულშემატკივარს საკუთარ განცხადებებზე, ტელე ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე მოსთხოვეს პასუხი.

  • სასულიერო პირი: ადრე, შენი ასეთი აქტიურობები არ მახსოვდა, პოლიტიკასთან
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: რომელ აქტიურობაზე საუბრობ?
  • – აი, საჯარო სივრცეში რასაც საუბრობ.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: მე 2012-შიც აქტიური ვიყავი.
  • – იყავი?
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი:  დიახ, მამა ანდრიაც იყო. ციხეებიც ამბავზე ხომ გახსოვთ მამაო?!
  • – კი
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: ხომ იყავით აღშფოთებული მთავრობის საქციელით?
  • – კი, რა თქმა უნდა
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი : მეც ვიყავი.

ჩანაწერის მიხედვით, მამა მიქაელ ბოტკოველი თამამი ქადაგებების ავტორს საყვედურობს.

  • მამა მიქაილ ბოტკოველი: ის, რომ ხელისუფლებასთნ მიმართებით განცხადებებს აკეთებ, გასაგებია. სხვებიც აკეთებენ – ერთი ერთ მხარეს აკეთებს, მეორე-მეორე მხარეს. აქ საკითხი არის ასეთი მამა დოროთე! ე.ი. მეჩვენება [ყველას არ შეიძლება გვეჩვენებოდეს] რომ რაღაც საკუთარ მე-ს აყენებ წინ, რომ შენ ხარ ერთადეღთი თუ არა, რამდენიმეს შორის, რომელიც სიმართლეს ამბობ და ეს არის ჭეშმარიტება, რასაც შენ ლაპარაკობ და სხვები აქ ბუმბულს ვარჩევთ თუ რას ვაკეთებთ სასულიერო პირები?!
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: მე თქვენზე არაფერი მითქვამს.
  • მამა მიქაილ ბოტკოველი: შეიძლება, პირადად ჩემზე არ გითქვამს…
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: მე რომ რასაც ვამბობ ის რომ სწორია, ეს თუ ვთქვი, ეგ შეცდომა არ არის პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე.
  • მამა მიქაილ ბოტკოველი: შეიძლება, შეცდომაა!

ჩანაწერის მიხედვით, ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლების “მორალურად დაკნინებაში” დაადანაშაულა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: ისე გამოდის, რომ სხვა საძმოს, ჩვენ ხომ ძმები ვართ, რაღაც, თითქოს მორალურად აკნინებ. რომ მარტო მე ვამბობ სიმართეს.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: მე ეს არ მითქვამს!
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: “ვერ ბედავენ, კაცობა უნდა გეყოს ახლა, რომ გამოხვიდე და თქვა”. რატომ აყენებ ასე მეტრს, საზომს, სხვებს რატო აკნინებ?!
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: სასულიერო პირების დიდი ნაწილი შეურაცხყოფილია, იმის გამო რომ თქვენ მეტრი დააყენეთ, რომ ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპარაკობს, ე.ი. გამბედაობა და კაცობა არ ჰყოფნის.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: დიახ, მერე
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: ხოდა, დიახ და მაგას გეუბნებით, რომ სასულიერო პირებს შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ?!
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: არ გაყენებთ შურაცხყოფას, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი სიტყვა თქვათ.
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: მე თუ გამოვალ და ჩემს სიტყვას ვიტყვი, იქ ავ ვიტყვი, რომ ვიღაცები გამოდიან და არასწორად ამბობენ.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: რატომ, არ თქვით? არცერთ მღვდელზე სახელით მე არ მითქვამს, როცა ჩემზე ამბობენ სახელით.
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: ხო მაგრამ როცა ამბობ, რომ მარტო ჩვენ ვართ რამდენიმე სამღვდელოებაო?
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: მამაო, იმ რამდენიმეში თქვენც იგულისხმებით? – თქვენ ხომ ამბობთ თქვენ სიტყვას.
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: ეს კაცი იგულისხმება?
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: იმ კაცს მე საერთოდ არ ვიცნობ! ყველამ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, როცა ერს ასე უჭირს. ეს ვთქვი მე დააფიქსირეთ [აზრი]
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: სხვაზე ნუ ილაპარაკებ! ნუ მომიწოდებთ, ჩემი პოზიცია ის რაის რაც ჩანს.

ქადაგება, რომელიც მამა დოროთეს წინააღმდეგ  საპატრიარქოში სიტყვა-სიტყვით ამოშიფრული მიიტანეს, TV პირველის ეთერში 28 აგვისტოს მარიამობას გავიდა. ამ დღეს ტაძარში მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

  • მამა მიქაილ ბოტკოველი: მოვინიშნე შენი ნათქვამები და პასუხები მაინტერესებს. “სამწუხაროდ, სულ რამდენიმე მღვდელი აღმოვჩნდით, რომლის მეშვეობითაც ქრისტე საზოგადოებას ესაუბვრება – სიმართლეს! მე რასაც ვამბობ, ამით ქრისტე ეუბნება ხალხს”. ჩვენ რას ვაკეთებთ დანარჩენები, შენი ძმები არ ვართ ჩვენ?
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: თქვენ შეგიძლიათ მამაო.
  • მამა მიქაილ ბოტკოველი: მე თუ არ მინდა პოლიტიკურად აქტიური გავხდე?!
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: თქვენ თუ არ გინდათ, ეს თქვენი პოზიციაა, ჩემი პოზიცია არის, რომ როცა ხალხს ასე უსამართლოდ ექცევიან, ეს ჩემი მრევლია. ეს მე ვთქვი, როცა ნიკო კვარაცხელია დახვრიტეს ქუჩაში. ნიკო კვარაცხელიას კალაძეც იცნობდა. გამოვიძიებთო თქვეს და მერე კალაძეზე ვიქადაგე, როცა ის წალენჯიხაში შოსტებით ჩავიდა და ნიკოს არც ოჯახი მოუკითხავს, არც ტაძარში შესულა. არც გამოუძიებიათ ეს საქმე.

ჩანაწერი იძლევა აღქმას, რომ ცენზურის დაწესებას ქადაგეგბზე ანდრია ჯაღიმაიძის ჯგუფი ცდილობს.

  • მამა მიქაილ ბოტკოველი: შენ ლაპარაკობ ისეთ მტკიცებით ფორმაში და ისე ამბობ, რომ ის, რასაც დღევანდელი ოპოზიცია ამბობს, ეს არის აბსოლუტური სიმართლე. ჩვენ შეიძლება, სხვანაირად ვფიქრობთ მამაო!
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: თუ ტყუილია, რასაც ოპოზიცია ამბობს, გამოდი და უთხარი: თქვენ ცდებით!
  • მამა მიქაილ ბოტკოველი: რა ვუთხრა, რა ჩემი საქმეა, მაგათ ველაპარაკო. მე მაგალითად დარწმუნებული არ ვარ, რომ არცევნები გაყალბდა. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოიგო.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: ეს ხომ თქვენი პოზიციაა? მერე ადექით და თქვით!
  • მამა ანდრია ჯაღმაიძე: ჩემი საქმე არ არის გავიდე…
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: 2012 წელს იყო ჩვენი საქმე?

ვრცელი ჩანაწერის მიხედვით, დოროთე ყურაშვილი ანდრია ჯაღმაიძეს წარსულს ახსენებს, როცა სასულიერო პირები ამბიონიდან წინა ხელისუფლებას გმობდნენ.

  • მამა აბდრია ჯაღმაიძე: ე.ი. მთხოვ მე პასუხს, გამოვიდე და ვილაპარაკო და თუ არ ვლაპარაკობ არ მყოფნის გამბედაობა.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: ნაციონალური მოძრაობის დროს ხომ იყავით აღშფოთებული? ხომ იძახდნენ მღვდლები, “დაგმე მიშა”-ო?
  • მამა აბდრია ჯაღმაიძე: ნუ მაწყვეტინებ, გეტყვი რაღაცას… ახლა მეც იმას მეუბნები, რადსაც ამბიონიდან ამბობდი: რომ არ მყოფნის გამბედაობა, კაცობა, რომ გამოვიდე და ვთქვა, ამას არ მეუბნები ახლა?! მაშინ თუ ამბობდი, ახლა რატომ არ ამბობო, ამას არ მეუბნები ახლა?!
  • მამა მიქაილ ბოტკოველი: მამა დოროთე, ხომ შეიძლება, ჩვენ სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე? მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმას, რომ ახლა უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე 2012, 2010, 2009 წლებში იყო.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: ეს ხომ თქვენი ხედვაა, მე სხვა ხედვა მაქვს!
  • მამა მიქაილ ბოტკოველი: მე სხვა ხედვა მაქვს, მე არ გამოვდივარ და არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენი საქმე რა არის, ჩვენი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგებაა, ღვთის სიტყვის ადამიანებთან მიტანაა, ლიტურგიის აღსრულება, საზოგადო მსახურება.
  • მღვდელი დოროთე ყურაშვილი: ღვთისმსახურება არ არის ის, მოექეცი ისე სხვას, როგორც გინდა მოგექცენ შენ?! უსამართლობაზე პასუხის გაცემა არ არის ღვთის სიტყვა?!
  • მამა აბდრია ჯაღმაიძე: აქ სხვა რამეზეა საუბარი, გაეცი პასუხი ვისაც გინდა, თუმცა სხვა სამღვდელოებას ნუ შეეხები და ნუ წაუკითხავ მორალს, რომ ამათ აქვთ შიშები და არ აქვთ კაცობა, რომ არ გამოდიან და შენნაირად არ ლაპარაკობენ!

ცნობისთვის: “შაბათის ეთერის” მიერ ამოცნობილმა ყველა პირმა დაადასტურა, რომ შეხვედრა საპატრიარქოში ნამდვილად შედგა, მაგრამ სამი რესპონდენტიდან მხოლოდ ერთი, ანდრია ჯაღმაიძე  ირწმუნება, რომ ყურაშვილი საპატრიარქოში გამოკითხვაზე ზნეობრივმა კომისიამ დაიბარა.

ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს დეკანოზი გიორგი ბოტკოველიც. ის აცხადებს რომ მამა დოროთესთან საუბარი თავად ჩაიწერეს, უბრალოდ ახლა არკვევენ ეს ჩანაწერი ჩვენთან როგორ აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი