Reuters – აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტს პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე გაკეთებული განცხადებების გამო ვიზა გაუუქმა

აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტს პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე გაკეთებული განცხადებების გამო ვიზა გაუუქმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს ვიზა მას შემდეგ გაუუქმა, რაც ის პარასკევს ნიუ-იორკში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა და ამერიკელ ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებებს არ დაემორჩილონ.
„პეტროს ვიზას გავაუქმებთ მისი წინდაუხედავი და არეულობის გამომწვევი განცხადებების გამო“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ზე.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გაერო-ს შტაბ-ბინასთან შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ „გლობალური შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას, რომლის მიზანი პალესტინელების გათავისუფლება იქნება“.
„ეს ძალები აშშ-ის არმიაზე უფრო დიდი უნდა იყოს. ამიტომ, ამერიკელ ჯარისკაცებს მოვუწოდებ, რომ იარაღი ხალხისკენ არ მიმართონ. ტრამპის ბრძანებებს არ დაემორჩილოთ, კაცობრიობის ბრძანებებს დაემორჩილეთ“, – აღნიშნა პეტრომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო