დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ნატოს განცხადებები „სახიფათოა თავისი შედეგებით“

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ნატოს განცხადებები „სახიფათოა თავისი შედეგებით“.
„ეს თვითაღგზნებად მექანიზმს ჰგავს – ახლა ევროპული გარემო, ისინი თავისით აგდებენ საკითხებს, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. განცხადებები იმის შესახებ, რომ საჭიროა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, როგორც მინიმუმ უგუნური და უპასუხისმგებლოა და, რა თქმა უნდა, სახიფათოა თავისი შედეგებით“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ