ირაკლი ბერაია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ საქართველოს და შვედეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მიმართულებებს შევეხეთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?