რუსეთი ჩინეთს ტაივანზე პოტენციურ თავდასხმაში ეხმარება, აცხადებს ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი

ჩინეთი საგან სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს ყიდულობს, რაც პეკინს ტაივანზე პოტენციურ თავდასხმაში შეიძლება დაეხმაროს. ასეთ დასკვნამდე მივიდა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული თავდაცვისა და ანალიტიკის ცენტრის მიერ გაჟონილი რუსული დოკუმენტების ანალიზის შემდეგ.
სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტმა (RUSI) გააანალიზა დაახლოებით 800 გვერდიანი დოკუმენტაცია, მათ შორის კონტრაქტები და მოსკოვის მიერ პეკინისთვის მიწოდებული აღჭურვილობის სიები. ეს დოკუმენტები მათ „შავი მთვარის“ ჰაკერულმა ჯგუფმა გადასცა, რომლებმაც ზოგიერთი საბუთი ონლაინაც გამოაქვეყნა.
Associated Press წერს, რომ RUSI-ის ანგარიშის ავტორებმა მათ რამდენიმე დოკუმენტი გაუზიარეს და თქვეს, რომ ისინი ნამდვილს ჰგავს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მათი ნაწილი გამოტოვებული ან შეცვლილი იყოს.
დოკუმენტებში ლაპარაკია ჩინურ და რუსულ დელეგაციებს შორის შეხვედრებზე – მათ შორის მოსკოვში ვიზიტებზე – და მაღალი სიმაღლის პარაშუტის სისტემებისა და ამფიბიური თავდასხმის მანქანების ფასებზე და მიწოდების ვადებზე. ვადებს. ანალიტიკური ცენტრის განცხადებით ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ რუსეთმა დაიწყო ამ პროდუქციის დამზადება, თუმცა არსად ჩანს პირდაპირი მტკიცებულება, რომ პეკინმა გადაიხადა რაიმე თანხა ან მიიღო რაიმე აღჭურვილობა.
ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს აღჭურვილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ტაივანში შეჭრისთვის, თუმცა, AP იმასაც აღნიშნავს, რომ სი ძინპინის მმართველობის დროს ჩინეთმა დაიწყო შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის პროგრამა, რომლის მიზანიც 2050 წლისთვის მისი „მსოფლიო დონის“ სამხედრო ძალად გარდაქმნა.
-ის მაღალი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის სამხედროებს უბრძანა, მზად იყვნენ ტაივანში შესაძლო შეჭრისთვის უკვე 2027 წელს. პეკინი აცხადებს, რომ თვითმმართველი დემოკრატია კანონიერად ჩინეთის ნაწილია და არ გამორიცხავს კუნძულის ძალის გამოყენებით დაკავებას.
ფორუმი