მარგარიტა სიმონიანს ქმარი, ტიგრან კეოსაიანი მოუკვდა

კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი მოუკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სიმონიანმა გაავრცელა. „დღეს ღამით ტიგრანი წავიდა შემოქმედთან“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ტიგრან კეოსაიანი ცხრა თვე კომაში იმყოფებოდა. რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი კეოსაიანი, აქტიურად მუშაობდა ს ტელეკომპანიებში სხვადასხვა პროექტზე. ის ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს „რუსულ მედიაში ანტიუკრაინული პროპაგანდის გავრცელების“ გამო.

ასევე დაგაინტერესებთ