Reuters – „თურქეთის ავიახაზებმა“, ერდოღან-ტრამპის მოლაპარაკებების შემდეგ, Boeing-ის 225 თვითმფრინავის შესყიდვასთან დაკავშირებული გარიგება დაასრულა

„თურქეთის ავიახაზების“ განცხადებით, Boeing 787 ტიპის 75 თვითმფრინავს შეუკვეთავს და ასევე დაასრულა მოლაპარაკებები Boeing 737 MAX-ის ტიპის 150 თვითმფრინავის შეძენასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ავიაკომპანია განაცხადა, რომ გადაწყვიტა Boeing-ისგან 75 ფართოკორპუსიანი B787-9 და B787-10 თვითმფრინავის შეძენა.
მიწოდებები 2029-დან 2034 წლამდეა დაგეგმილი.
კომპანიის ინფორმაციით, Rolls-Royce-თან და GE Aerospace-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძრავების, სათადარიგო ძრავების და ტექნიკური მომსახურების შესახებ.
„თურქეთის ავიახაზებმა“ ასევე განაცხადა, რომ დაასრულა მოლაპარაკებები Boeing-თან კიდევ 150 თვითმფრინავის შეძენაზე 737-8/10 MAX მოდელებთან დაკავშირებით. კომპანიის განმარტებით, 737-8/10 MAX თვითმფრინავების შეკვეთები განხორციელდება ძრავების მწარმოებელ CFM International-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ.
ხუთშაბათს, თურქეთის პრეზიდენტი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ თურქეთი მზად არის დათანხმდეს მის მოთხოვნას, რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს და რომ მას შეუძლია ანკარას წინააღმდეგ დაწესებული -ის სანქციების მოხსნა, რათა თურქეთმა ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენა შეძლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”