დრონებმა რუსეთის სამხრეთის ერთ-ერთ საკვანძო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

26 სექტემბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა აფიპის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რის შედეგადაც ერთ-ერთ დანადგარზე ხანძარი გაჩნდა.
დრონის ნამსხვრევები დაეცა აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ დანადგარს, რამაც 30 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გამოიწვია, – იუწყება კრასნოდარის მხარის ოპერშტაბი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქარხანა რუსულ არმიას ამარაგებს დიზელითა და ბენზინით, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. მისი წლიური გადამუშავების მოცულობა 6,25 მილიონ ტონას შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი