ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს, ქართულ ბიზნესს დააზიანებს.
ასე უპასუხა მან TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, დააზიანებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ქართულ ბიზნესს.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს [ქართულ ბიზნესს]. რა თქმა უნდა, [სანქციები] არ მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
როგორც რუხაძე ამბობს, პირადად მისთვის სანქციების დაწესებას არ ელოდება.
„მე ჩემს სანქცირებას არ ველოდები, მაგრამ სანქციები რომ არ მუშაობს, ამაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! – არა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
რაც შეეხება ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რუხაძის თქმით, გაუგებარია, ეს რატომ უნდა მოხდეს.
„რატომ უნდა გამკაცრდეს? რა დააშავა? რატომ უნდა დაჯარიმდეს? სად არის შეცვლილი [საგარეო კურსი]? არ არის, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
