შსს – დაკავებულია პირი, რომელიც მატერიალურ გაჭირვებაში მყოფ მამაკაცს აიძულებდა მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, სანაცვლოდ კი არ უხდიდა – ასევე, ბრალდებული ეუფლებოდა თანხას, რომელსაც მისი მითითებით მამაკაცი ქუჩაში მოწყალებით გამოიმუშავებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.
ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)