ირაკლი რუხაძე – ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს ბიზნესს, ჩემ მიმართ სანქციებს არ ველოდები – რაც შეეხება ქვეყნის კურსს, სად არის შეცვლილი?! არ არის

ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, რა თქმა უნდა დააზიანებს [ბიზნესს], – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დააზიანებს თუ არა ქართულ ბიზნესს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ს დასანქცირება.
ამასთან, განმარტა, რომ ის სანქციებს არ ელოდება.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, სანქციები რომ არ მუშაობს შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა“,- აღნიშნა რუხაძემ.
კითხვაზე, რა მოხდება თუ გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რუხაძე პასუხობს: „რატომ? რა დააშავა?! რატომ უნდა დაჯარიმდეს, რა დააშავა?!“.
ამასთან, მორიგ შეკითხვას, არის თუ არა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუხაძე პასუხობს: „არა, სად არის შეცვლილი?! რა თქმა უნდა, არ არის“.