მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა დაიწყო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა დაიწყო.
სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები შეაჩეროს.
„ეს საქმე ჩვენი საერთო ჰუმანურობის არსს უსვამს ხაზს, როგორც ეს გენოციდის კონვენციის პრეამბულაშია გამოხატულია. სამხრეთ აფრიკა ამტკიცებს, რომ ისრაელმა კონვენციის II მუხლი დაარღვია“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის ადვოკატმა, ადილა ჰასიმმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ბრალდებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლო უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება