FBI-ის ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენეს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური სააგენტოს (FBI-ის) ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი ორი დანაშაულისთვის წაუყენეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემასა და კონგრესის სხდომებისთვის ხელის შეშლაში და თუ ის დამნაშავედ ცნეს, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
CNN-ის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიება ეხებოდა იმას, გააკეთა თუ არა კომიმ ცრუ განცხადებები კონგრესში ჩვენების მიცემის დროს, რომელიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას მოიცავდა.
FBI-ის ყოფილი დირექტორის ადვოკატმა განაცხადა, რომ კომი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. კომიმ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებს: „უდანაშაულო ვარ. ასე რომ, მოდით, სასამართლო პროცესი ჩავატაროთ“.
FBI-ის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.
„„სამართლიანობა ამერიკაში! ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი, ვისაც ეს ქვეყანა ოდესმე შეხვედრია, არის ჯეიმს კომი, FBI-ის ყოფილი კორუმპირებული ხელმძღვანელი“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო