კახა კალაძე – ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან ვხედავთ

ყოვლად ამაზრზენია ქმედებები, რასაც ვხედავთ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან. მათი ქმედებები და განცხადებები ყველანაირ დიპლომატიას სცდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ საქართველოში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყნის ელჩები ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და პოლარიზაციის წამხალისებლები არიან.
„პირველი წამხალისებლები აირიან ბოროტების, ექსტრემისტული დაჯგუფებების, პოლარიზაციის. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. პროცესები გარედან იმართება და თავიანთი პატრონები, რასაც აბარებენ და რას ეუბნებიან (მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია) იმას აკეთებენ. ყველას აქვს თავის როლი. ქვეყანაში ასეულობით მილიონი ლარი დახარჯეს ამისათვის, რომ უსამშობლოების აგენტურული ქსელი შეექმნათ. ასევე მათი თანამონაწილეობით, ვითომ ელჩები და ვითომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები კადრულობენ იმას, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას