– როგორც შეიძლება ვებრძოდეთ ამერიკას და ევროპას?! – როდესაც ისმენ კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის შემცვლელ განცხადებებს, გვიწევს დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

როგორც შეიძლება ჩვენ ვებრძოდეთ ამერიკას და ევროპას?! – რა თქმა უნდა, მზად ვართ მეგობრებისთვისაც, პარტნიორობისთვისაც და ურთიერთობისთვისაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი , – ამის შესახებ თბილისის მერმა ს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ამის ალტერნატივა არ არსებობს.
“მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. ცხადია, ეს არ არის მარტივი , რადგან ბევრი გამოწვევა გვაქვს, პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან სხვადასხვა ინტერესია, თუმცა ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ამ ყველაფერ სჭირდება გამტკიცება და შენარჩუნება.
როგორც შეიძლება ჩვენ ვებრძოდეთ ამერიკას და ევროპას?! როდესაც ისმენ კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის შემცვლელ განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რა თქმა უნდა, მზად ვართ მეგობრებისთვისაც, პარტნიორობისთვისაც და ურთიერთობისთვისაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე, რომ – “მე ვარ დიდი ქვეყანა, შენ პატარა, ამიტომ მე რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო” – ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა”,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა