ოპოზიციაზე – ვინ, რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ? – წავიდნენ სახლში და იტრიალონ

თბილისის მერი, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ყურადღების მიპყრობის მცდელობად აფასებს.
კალაძის თქმით, „არაფერი იქნება“ და ოპოზიციის განცხადებები არის ტყუილი საუბრები.
„ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან. საერთოდ არავის აინტერესებს, არც მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, არც შინაარსი, რაზე საუბრობენ. უბრალოდ ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ. ვინ რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ, წავიდნენ სახლში და იტრიალონ“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში