ალასკასთან რუსული თვითმფრინავების გამოჩენის შემდეგ -მ ავიაგამანადგურებლები ააფრინა

აშშ-ს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) განაცხადა, რომ 24 სექტემბერს ალასკის სიახლოვეს მფრინავი ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და მათთვის გზის გადაჭრის მიზნით -მ ავიაგამანადგურებლები ააფრინა.
NORAD-ის მიხედვით, ორი რუსული Tu-95 ტიპის შორ რადიუსზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი და ორი Su-35 ავიაგამანადგურებელი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში (ADIZ) დაფრინავდა, რაც აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეების გვერდით არსებულ საერთაშორისო საჰაერო სივრცეს წარმოადგენს.
სარდლობის განცხადებით, 24 სექტემბერს აშშ-მ ადრეული გაფრთხილების დანიშნულების მქონე Boeing E-3 ტიპის თვითმფრინავი და მასთან ერთად ოთხი F-16 ავიაგამანადგურებელი და ოთხი KC-135 ტიპის სტრატოტანკერი გაგზავნა რუსული სამხედრო თვითმფრინავების “იდენტიფიცირებისა და მათთვის გზის გადაჭრის” მიზნით.
NORAD-ის თქმით, ADIZ-ში რუსეთის ქმედებები უჩვეულო არ არის და ამერიკისთვის საფრთხედ არ მიიჩნევა. რუსული სამხედრო თვითმფრინავები ADIZ-ში ერთი თვის წინაც გამოჩნდნენ, რის პასუხადაც აშშ-მ, ბოლო შემთხვევის მსგავსად, ავიაგამანადგურებლები ააფრინა მათთვის გზის გადაჭრის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა