“სასტუმროს ნომერში ისროდა” – ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებულია ერთი პირი

“სასტუმროს ნომერში ისროდა” – ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებულია ერთი პირი
სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, შსს-მ 1 პირი ადგილზე დააკავა.
თბილისის პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.
“შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.
როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს, სავარაუდოდ, გასროლის ხმა, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ 1 პირი, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას”. – თქვა სირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)