ლაშა ტუღუში – ელჩების დაბარება ეს არის დემარში, რითაც ევროკავშირთან კონფლიქტს აღრმავებენ, რაც შეეხება აშშ-ში ყაველაშვილისა და ბოჭორიშვილის შეხვედრებს, გვითხრან, რა უთხრეს – მგონი, კარგს არაფერს ეტყოდნენ

ელჩების დაბარებით ევროკავშირთან კონფლიქტს აღრმავებენ – ელჩის დაბარება იმ სახელმწიფოს მიმართ სერიოზული კითხვებისა და პრეტენზიების გაჩენას ნიშნავს, ეს გარკვეული ტიპის სანქციად შეგვიძლია მივიჩნიოთ,- ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ტუღუშის შეფასებით, ელჩების დაბარებით, „აშკარად ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციას, რაც ძალიან სახიფათო ფაზაა“.
„ეს არის დემარში. ვფიქრობ, ამით ევროპის ქვეყნებთან და ევროკავშირთან, როგორც ინსტიტუციასთან, კონფლიქტს აღრმავებენ. აშკარად ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციას. ეს ფაზა ძალიან სახიფათოა. ელჩების დაბარება არ არის პერსონალური საკითხი. ელჩის დაბარება იმ სახელმწიფოს მიმართ სერიოზული კითხვებისა და პრეტენზიების გაჩენას ნიშნავს. ეს, ფაქტობრივად, გარკვეული ტიპის სანქციად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამიტომ, ეს არის ის პროცესი, როდესაც საძირკველი კიდევ ჩაანგრიეს და კიდევ უფრო ღრმად ჩაიტანეს საკუთარი ქვეყანა იმ ჯურღმულში, რაც ახლავს დასავლეთთან დაპირისპირებას. ეს პირდაპირ, კიდევ უფრო ფართოდ გვიხსნის გზას ჩვენი მეზობელი სკენ. არა მარტო რუსეთისკენ. ზოგადად, აგრესიის ეს რისკები ქვეყანას იმის პროპორციულად ეზრდება, რამდენადაც ვუპირისპირდებით დასავლეთს. ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული ნაბიჯები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“, – განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშმა, ასევე შეაფასა, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდგომ, რა დროსაც მან თქვა, რომ „არ მოუსმინეს“. ტუღუშის თქმით, როდესაც ელჩი თავის პოზიციას ხსნის და არ უსმენ, ეს იმას ნიშნავს, რომ „ჯუნგლი ხარ“.
„როდესაც ელჩი, დიპლომატი, ისეთი გამოცდილი, როგორიც გერმანიის ელჩია, ამბობს: „არ მომისმინეს“, ეს სხვა რაღაცას გულისხმობს. ეს ნიშნავს იმას, რომ წესი დაირღვა. ნებისმიერი ელჩი, რომელიც თუ გაუგებრობა, კონფლიქტი ან სხვადასხვა აზრია, მიდის სადმე და ხნის თავისი და მისი სახელმწიფოს პოზიციას, ცივილური ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად უსმენს. ეს არის უმარტივესი საკითხი, ეს არის სტანდარტი. როდესაც შენი სამინისტრო არ უსმენს ელჩს და ელჩი ამას ღიად ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხარ ჯუნგლი. სამწუხაროდ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ამას გულისხმობს. ის გვეუბნება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ თქვენ საერთოდ სად ხართ… გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელიც ძალიან მძაფრი, მკვეთრი და აბსოლუტურად მამხილებელია იმის, რომ ჩვენ არათუ არასწორი პოზიცია გვაქვს, არამედ ელემენტარული კულტურა არ გაგვაჩნია იმისა, რომ მოვიქცეთ სათანადოდ, ისე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთ სამინისტროს ეკადრება. ეს შესაბამის რეაქციას მოიტანს.
წარმოუდგენელია, დღეს გერმანიის ელჩს ეძახდე „რადიკალს“. რადიკალი გერმანულ ენაში დაახლოებით იგივეა, დაუძახო „ფაშისტი“… ქალაქის მერმა გერმანიის ელჩზე თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი რადიკალიაო. ამასთან, ევროკავშირისა და სხვა ელჩებზე. ეს სიტყვები შეაჩვიეს. ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება მათაც და ქვეყანასაც.
რაც შეეხება ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებას, ბუნებრივი პროცესია. ის მხოლოდ უფლებებთან და ვიღაცის პერსონალურ ან სუბიექტურ გადაწყვეტილებებთან არ არის დაკავშირებული. ეს არის დემოკრატიების ვალდებულება. ის, რომ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, დანიის, ჰოლანდიის ან სხვა დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები სასამართლო პროცესებს ესწრებიან, ნიშნავს დემოკრატიული პრინციპების ერთგულებას და არავითარ შემთხვევაში, ვიღაცის შიდა საქმეებში ჩარევას. ეს ძალიან კარგად იციან. ეს აღიარებული მიდგომებია. აქამდე, საქართველოს მიაჩნდა, რომ ეს სწორი პროცესია“,- აღნიშნა ტუღუშმა.
გარდა ამისა, ტუღუში გამოეხმაურა ს შეხვედრებს -ში. მისი თქმით, შეხვედრებზე მას იმ „არადემოკრატიულ პროცესებზე ესაუბრებიან, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს დეკლარირებულ კურსს“.
„ელჩი შეხვდა, მინისტრი შეხვდა, მაგრამ რა არის დღის წესრიგი? დღის წესრიგი არის საუბარი იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს. შენ არ გელაპარაკებიან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ლუქსემბურგში არ დაგიძახეს, მაგრამ გელაპარაკებიან იმ არადემოკრატიულ პროცესებზე, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს დეკლარირებულ კურსს. ამაზე, რა თქმა უნდა, შეგხვდება რომელიღაცა ქვეყნის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი და გეტყვის, რომ „ასე თუ გაგრძელდება, მოხდება ეს“. ეს ძალიან ნათელი და მარტივი გასაგებია.
ფაქტობრივად, შენ გაგრიყეს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგდებენ იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებიდან, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ხდებოდა. გვითხრან, რა უთხრეს. მე მგონი, კარგს არაფერს ეტყოდნენ“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.