კახა კალაძე – კონკრეტული ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ, მოუსმინეთ, ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს – ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი

ეს კონკრეტული ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩების დაბარებას.
კახა კალაძის თქმით, „ვენის კონვენციასთან ერთად ყველაფერს არღვევენ“.
„უშუალოდ მათი ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ნახეთ თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ხმარდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც რა განცხადებებს აკეთებენ მოუსმინეთ. ამ ყველაფერს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს. ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ. ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს, საგარეო უწყებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. გუშინ საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი