კახა კალაძე „მშვიდობიან რევოლუციაზე“ – ყველა წყალწაღებული ამაზე საუბრობს, არანაირი რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები არიან – რადარებიდან გამქრალები არიან, ვინც ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინიც დაკარგეს

ყველა წყალწაღებული აღნიშნულთან დაკავშირებით [მშვიდობიან რევოლუციაზე] საუბრობს. არანაირი რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები არიან – რადარებიდან გამქრალები არიან. ვინც ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინიც დაკარგეს,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „მშვიდობიან რევოლუციასთან“ დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპოზიცია „სულელური განცხადებებით“ ცდილობს ყურადღების მიქცევას.
„ყველა წყალწაღებული აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს. არანაირი რესურსი და მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები არიან როგორც პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური პარტიები, ადამიანები. ნახეთ, შეხედეთ ამათ და საზოგადოება ყველაფერს მიხვდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადარებიდან გამქრალები არიან. არავის აინტერესებს. ვინც ჰყავდათ მხარდამჭერები, ისინიც დაკარგეს. სულელური განცხადებებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას“,- აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს „უსამშობლო მოღალატე აგენტურას“.
„რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 4 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც საკრებულოების, ასევე მერების დონეზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი