იან მაქსინი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს კვლავ ეწვევა

ცნობილი ამერიკელი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და ვოკალისტი, იან მაქსინი, რომელიც ოცდაათზე მეტ ენაზე მღერის, კვლავ ეწვევა საქართველოს მისი ახალი ალბომის “Amor Renatus”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში! კონცერტები გაიმართება თბილისში (26 იანვარი), ბათუმში (28 იანვარი) და ქუთაისში ( 01 თებერვალი).
მუსიკა, შთაგონებული ვივალდის, მოცარტის და პიაცოლას ხელოვნებით, გამდიდრებული აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით, მსმენელს გაიტაცებს მუსიკალურ მოგზაურობაში ახალ სამყაროში, დროისა და სივრცის განზომილებების მიღმა.
იან მაქსინმა შექმნა თავისი უნიკალური სტილი სხვადასხვა ჟანრის ელემენტებისა და ხალხური მუსიკის ახლებურად შერწყმით. ის იყენებს სხვა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს, რათა გააფართოვოს ჩელოს ხმოვანება და გადააქციოს ვირტუალური ორკესტრის ჟღერადობათ. მის რეპერტუარშია ხალხური და პოპ სიმღერები მთელი მსოფლიოდან ოცდაათზე მეტ ენაზე და წერს საკუთარ ორიგინალურ სიმღერებს ოთხ ენაზე.
ახალი ალბომის მუსიკის გარდა, კონცერტის მეორე ნახევარში, იან მაქსინი შეასრულებს სხვა ორიგინალურ ინსტრუმენტულ კომპოზიციებს და სიმღერებს მისი კოლექციიდან, რომელიც უკვე 200-ზე მეტ სიმღერას ითვლის 31 ენაზე.(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?