უამინდობის გამო უკრაინაში 300-მდე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე რჩება

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, 11 იანვარს 300-მდე დასახლება ქვეყნის მასშტაბით კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა, მიწოდების აღდგენაზე სამაშველო გუნდების ძალისხმევის მიუხედავად.
“ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების გაყინვის და წაქცევის, გაწყვეტილი კაბელების და გახანგრძლივებული სიცივის გამო, ელექტროენერგიის გარეშე რჩება 281 დასახლება. მათგან 128 – დნეპროპეტროვსკის რეგიონში, 70 – კივოგოროდის რეგიონში, 56 – ნიკოლაევის რეგიონში და 27 დასახლება – ოდესის რეგიონში”, – აცხადებს სამინისტრო, რომლის თანახმადაც, 10 იანვარს ენერგიის მიწოდება აღუდგა 248 დასახლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი – გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა – როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს