ფაშინიანი მოსკოვში გლობალურ ატომურ სამიტს დაესწრება – კრემლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გლობალურ ატომურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„არმენპრესის“ ცნობით, 25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვა გლობალურ ატომურ სამიტზე, რომელიც მიძღვნილია რუსეთის ატომური ინდუსტრიის 80 წლისთავისთვის.
„რუსეთის პრეზიდენტთან ერთად სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, მიანმარის კავშირის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი მინ აუნ ჰლაინი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ეთიოპიის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის, ნიგერის რესპუბლიკის და რიგი სპეციალიზებული ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კრემლმა გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი