42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზართან კავშირების დამყარების და საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 42 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლისთვის ტრენინგი გაიმართა. ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქართული ტუროპერატორებისა და გიდებისთვის ტრენინგი საერთაშორისო მარკეტინგული სააგენტოს Dragon Trail International-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
ტრენინგის „China Ready“ მიზანია, საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მომზადება, სერვისის ჩინურ ბაზარზე მორგება, ბაზრის სპეციფიკის გაცნობა და ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინური ბაზრიდან ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით Dragon Trail International-თან თანამშრომლობს. კომპანია ერთ-ერთ წამყვან ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოდ ითვლება ჩინეთში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტურიზმის ორგანიზაციებთან და ბრენდებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“