მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ესპანელ კოლეგას, მონიკა გარსია გომესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, საერთო გლობალურ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. ხაზი გაესვა, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობასაც.
მიხეილ სარჯველაძე -ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ სარჯველაძის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას