ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც არიან

ხარკოვზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი – საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტი“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, 10 ადამიანი საავადმყოფოშია, სამს კი ადგილზე მკურნალობენ.

მომხდარზე უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე აღძრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი