ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ამ წუთებში ჩვენებას აძლევს კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი, რომიკო გოგიაშვილი, რომლის ოპერატიულ პატაკშიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ძმებ – დავით და გიორგი მიქაძეების გვარი პირველად გაჟღერდა.
გოგიაშვილი სასამართლოს დეტალურად უყევება, რა ინფორმაცია მიაწოდა მას წყარომ. მისი თქმით, სწორედ წყარომ უთხრა, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან – მიზეზად კი ბიზნესდავა დაასახელა.
წყარომ კრიმპოლის გამომძიებელს უთხრა ისიც, რომ ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ მოქმედებას ჯანგველაძის წინააღმდეგ, მისი ძმის, “კრიმინალური ავტორიტეტის” გავლენების გამო.
საბოლოოდ მკვლელობის ინიციატორად სახელდება “კანონიერი ქურდის” ასლან უსოიანის, დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, რომელმაც 5 მილიონად ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა – ამბობს გოგიაშვილი სასამართლოზე.
გამომძიებელმა სასამართლოს უთხრა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, ისაუბრა, როდის ჩაერთო საქმეში გიორგი ჯოხაძე, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება.
ირკვევა, რომ დათქმულ დროში უძილაურმა, იმის გამო, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება, საყვედურიც კი მიიღო ძმებ მიქაძეებისგან და ჯოხაძისგან.
“წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძის და მიქაძეების დაჯგუფების წევრი გიორგი კაჭკაჭიშვილი ძალიან ნერვიულობდა რომ მისი ტელეფონი მოხვდა გამოძიების ხელში რადგან ამ მობილურში იყო ვიდეო, სადაც სანდრო წივწივაძის იარაღები ჩანდა- მათ შორის ის იარაღი რომლითაც ჯანგველაძე მოკლა უძილაურმა…” –
ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით წყარო მაწვდის ინფორმაციას რომ ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან. მიზეზი იყო ბიზნესდავა, კერძოდ ალკოჰოლის და სიგარეტის ექსპორტზე საქართველოდან რუსეთში. თუმცა ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ მოქმედებას მერაბ ჯანგველაძის, კანონიერი ქურდის სტატუსის გამო – საბოლოოდ მკვლელობის ინიციატორად სახელდება კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი რომელმაც 5 მილიონად ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.
თვეების განმავლობაში იგეგმებოდა მკვლელობა. ჩართეს საქმეში გიორგი ჯოხაძე, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ ის შეხვდა გელა უძილაურს და მიიღო დავალება უძილაურმა და უთვალთვალებდა ლევან ჯანგველაძეს რომელიც ამბასადორში შვილთან ერთად იმყოფებოდა. დათქმულ დროში უძილაურმა ვერ შეძლო დავალების შესრულება, რის გამოც მიქაძეებმა და ჯოხაძენ უძილაურს უსაყვედურეს. გელა უძილაურის მიმართ იყო დაპირება რომ მას მალე გამოიყვანდნენ ციხიდან“, – თქვა პატაკის ავტორმა გამომძიებელმა სასამართლოზე.
ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძს საქმს განხილვა ბრალდებულ გელა უძილაურის გარეშე მიმდინარეობს. ის სასამრთლოში გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ პენიტენცირუ დაწესებულბაში გადაიყვანეს, გელა უძილაურს სასამართლომ შესთავაზა დისტანციურად ჩართვა პროცესზე, თუმცა მან უარი თქვა. ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა “კანონიერიქ ქურდის” ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.