გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – დონალდ ტრამპის კომენტარების შემდეგ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს

დონალდ ტრამპის კომენტარების შემდეგ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა უფრო სუვერენული უნდა გახდეს.
„უნდა დავინახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია. ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია. ყველა ევროპულ სახელმწიფოს არ შეუსრულებია ის, რასაც ისინი ს დაჰპირდნენ. უნდა ვნახოთ, რა ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება, რომელშიც მან რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, „კარგია როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინთან მისი ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა“, – აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს და უკრაინას შეუძლია ქვეყანა თავდაპირველ ფორმაში დაიბრუნოს.
„მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/ს სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ – იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა. რუსეთი სამ წელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს