ანალენა ბერბოკი – სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარებით ევროპა შეშფოთებულია

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი დაძაბული ვითარებით ევროპა შეშფოთებულია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ინციდენტები, რომლებსაც უკანასკნელ თვეებში ჰქონდა ადგილი, როდესაც ჩინეთის სანაპირო დაცვამ ფილიპინების გემების წინააღმდეგ ლაზერები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ჩვენთვის ევროპაში, შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენრიკე მანალოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებები სხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ უფლებებს არღვევს.
„ჩვენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული ვართ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?