ევროკავშირი, უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების მიწოდების გეგმას ამუშავებს

ევროკავშირი, უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების მიწოდების გეგმას ამუშავებს. ევროკომისიის წინადადება აქტივების კონფისკაციას არ ითვალისწინებს.დაბლოკილი ნაღდი ფული ობლიგაციებით ჩანაცვლდება, რაც უზრუნველყოფს, რომ შეინარჩუნებს აქტივებზე კანონიერ უფლებებს – წერს Bloomberg.
თანხა ს სხვადასხვა სესხის სახით გადაეცემა, რომელსაც უკრაინა არ დაფარავს, თუ რუსეთი ომის დროს მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.აქტივები მოიცავს 175 მილიარდ ევროს. აქედან 45 მილიარდი ევრო გამოიყენება G7-ის ცალკეული ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შექმნილი დახმარების პროგრამის ფარგლებში. ნარჩენი 130 მილიარდ ევროს შეადგენს.ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი, რაზეც მიდის მუშაობა, არის გარანტიები, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ – აღნიშნავს Bloomberg.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა